詳 細

  • ラズ語(南コーカサス語族)を学ぼう 教科書 (グルジア語)

    Let's Learn Laz Language. Textbook / ვისწავლოთ ლაზური (in Georgian)

    Natia Poniava
    Tbilisi, Artanuji Publishing 272 c. pap.

    2023 年   ISBN  9789941504983   R263962

    „ვისწავლოთ ლაზური“ თვითმასწავლებლის ტიპის გამოცემაა. მასში შესულია 30 გაკვეთილი. მარტივად ახსნილ გრამატიკულ საკითხებს ახლავს სავარჯიშოები, რომელთა პასუხებიც წიგნს ბოლოში ერთვის. თემების მიხედვით შერჩეული ლექსიკის გამოყენებით შედგენილი დიალოგები და ტექსტები ქართულ თარგმანთან ერთადაა წარმოდგენილი. ნაშრომს დართული აქვს ლაზურ-ქართული და ქართულ-ლაზური ლექსიკონებიც.



    წიგნს ახლავს სრული აუდიოვერსია, რომლის მოსმენა შესაძლებელია ბმულზე. ეს ენის შემსწავლელს მისცემს საშუალებას მისთვის მოსახერხებელ გარემოში მოისმინოს და აითვისოს ბუნებრივი ლაზური მეტყველება.



    თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა, ათასობით მცირე ენის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე დააყენა მეგრულ-ლაზური და სვანურიც. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ამ ენებზე. გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველური ენების პოპულარიზაციის საქმეში. 2021-2022 წლებში დაინტერესებულ საზოგადოებას შევთავაზეთ მეგრული და სვანური ენების თვითმასწავლებლები. ამჯერად კი, დაპირებისამებრ, სერიას მომდევნო წიგნი – ლაზური ენის თვითმასწავლებელი შეემატა. „არტანუჯის“ ორგანიზებით დავიწყეთ ქართველურ ენათა სასწავლო კურსებიც, რომელსაც აღნიშნული წიგნების ავტორები უძღვებიან.

    価格(税込み)    \6,160
    数量
    在庫を超える数量の場合は、ご相談とさせていただきます。