詳 細

  • 阿部公房 燃えつきた地図 (ジョージア語訳)

    The Ruined Map = დამწვარი რუკა / მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი (in Georgian) (ლიტოდისეა)

    Abe Kobo / კობო აბე
    Tbilisi, Sulakauri Publishing 309 c. pap.

    2024 年   ISBN  9789941374067   R275412

    1967 წელს გამოქვეყნებული რომანი „დამწვარი რუკა“ იაპონელი მწერლის, კობო აბეს, დანარჩენ ორ რომანთან – „ქალი ქვიშაში“ და „სხვისი სახე“ – ერთად ითვლება „გაუჩინარების“ ტრილოგიის ნაწილად. კობო აბეს აღნიშნულ ნაწარმოებს ხშირად მიაკუთვნებენ დეტექტიური ფანტასტიკის ჟანრს. კობო აბე ამბობდა, რომ რომანის „ქალი ქვიშაში“ მთავარი გმირია „ადამიანი, რომელიც გარბის“, ხოლო „დამწვარ რუკაში“ პირიქით, მთავარი პერსონაჟი, კერძო საგამოძიებო სააგენტოს დეტექტივი, არის „ადამიანი, რომელიც კვალში უდგას“. მწერლის სიტყვებით, „ქალაქის ლაბირინთში… (რომელიც უდაბნოა, და ამ უდაბნოში მხოლოდ სხვები არსებობენ) დეტექტივი თანდათან კარგავს საკუთარ თავს. ესაა ქალაქის საუკუნე, როდესაც უკვე შეუძლებელია რაიმეს გაექცე; ისღა დაგრჩენია, საკუთარი რუკა დაწვა და სხვა უდაბნოში ამოყო თავი…“

    უეცრად გამქრალი ბიზნესმენის ძებნაში დეტექტივი უცნაური მოვლენების მოწმე ხდება; ბოლოს თავადაც კარგავს მეხსიერებას და უჩინარდება. გამოძიებისთვის საჭირო მინიშნებების ძიებაში ქუჩების ლაბირინთებში დეტექტივის ხეტიალის პარალელურად მწერალი თანამედროვე ქალაქის მცხოვრებთა ადამიანურ ურთიერთობებსაც აღწერს.

    価格(税込み)    \5,940
    数量
    在庫を超える数量の場合は、ご相談とさせていただきます。